პური გულიანი
პური გულიანი
ხმაურიან სანაპიროსთან ახლოს ასეთ მშვიდ და სასიამოვნო გარემოს თუ შევხვდებოდით ნამდვილად არ გვეგონა. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს 3 წლის განმავლობაში ლექციების შუალედში ფაბრიკა გვიმასპინძლდებოდა, თუმცა იქვე ახლოს ვორონცოვის მოედანზე აღმოვაჩინეთ ახალი შესაკრები ადგილი უგემრიელესი საჭმელებითა და ყველასთვის მოსახერხებელი გარემოთი. ეს ადგილი ნადმვილად ევროპულ სტანდარტებზეა მორგებული, არა მარტო ინტერიერის დიზაინით, არამედ უმაღლესი ხარისხის მომსახურებით და უგემრიელესი კერძებით.
აქ, ყველაზე მნიშნველოვან ადამიანადაც გაგრძნობინებენ თავს, დაგეხმარებიან შეკვეთაში და გირჩევენ საუკეთესოს. პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღინიშნოს მათი არაჩვეულებრივი აჭარული ხაჭაპური და ოთხი ყველის ხაჭაპური, მათი მარკაა,რომელმაც დიდი პოპულარობა მოიხვეჭა საზოგადოებაში. მენიუში შეხვდებით მცირე არჩევანს, თუმცა მთავარი ხომ ხარისხია და არა რაოდენობა.
Loft სტილის გასაოცარი დიზაინი, თბილი ფერები, საუცხოო ატმოსფერო, ნამდვილად გამოარჩევს სხვა კაფეებისგან.
პური გულიანი სეზონების მიხედვით სპეციალურ კერძებს სთავაზობს მომხმარებელს, ზამთრის სუსხთან ერთად კი აუცილებლად გირჩევდით საფირმო კერძს წაბლის წვნიანს, შებოლილი ლორითა და მჟაუნას ნოტებით, დამიჯერეთ ნამდვილად არ ინანებთ მის გასინჯვას, ზამთრის სუსხიან დღეებსაც კი დაგავიწყებთ!
ბლოგის ავტორი: სალომე სომხიშვილი
Comments
Post a Comment