ღვინის ქარხანა

ღვინის ქარხანა N1 






       დღეს ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს პეტრიაშვილის 1 ნომერში განთავსებული სივრცე, რომელიც ყველა ასაკის წარმომადგენელს მასპინძლობს. ღვინის ქარხანა წარმოადგენს ბარ-რესტორნებისთვის გამოყოფილ ადგილს. თუ გნებავთ თბილისური ხმაურიანი და სიცოცხლით სავსე ადგილას სტუმრობა, სადაც შეხვდებით ნაცნობებს, მეგობრებს, უფროსებს, ბავშვებს, მაშინ ეს სივრცე თქვენთვის საუკეთესო ვარიანტია. ამ ტერიტორიას ისტორიული მნიშნველობა აქვს. სწორედ რომ ამ ადგილას იყო პირველი ღვინის ქარხანა, ტრადიციული ქართული ქვევრის ღვინო სწორედ რომ ამ ადგილებში ყენდებოდა. ამ გასაოცარ სივრცეში შეხვდებით ქართულ ტრადიციულ საჭმელებს , უბრალოდ კაფეს ყავის დასალევად, მექსიკურ ტაკერიას, ევროპულ რესტორანს, ბარს ქართული ღვინითა და უბრალოდ კოქტეილებისთვის განკუთვნილ სივრცეს. 


აქვე გაჩვენებთ რამოდენიმე მათგანს, რათა დარწმუნდეთ ამ საოცარი ადგილის მრავალფეროვნებაში

ვერიკო

ვერიკო გამოირჩევა თავისი ინტერიერის დიზაინით, რომელიც საუცხოოდ ასახავს ქართულ ტრადიციებს. ჰოლში შესვლისთანავე შევხდევით ქართველი მხატვრების ხელოვნების ნიმუშებს. მომსახურე პერსონალი კვალიფიციური და გამოცდილია, თუმცა ისინი მიჩვეულები არიან "მაღალი საზოგადოების წარმომადგენლების" სტუმრობას, ამიტომ თუ არ აპირებთ ბევრი კერძის ან ღვინის შეკვეთას, შეიძლება თქვენდამი ყურადღება ნაკლებად გამოიჩინონ.


სიმართლე რომ ვთქვათ, შეფ მზარეული საუცხოო ქართული კერძებით გაგიმასპინძლდებათ. საუცხოო გემო აქვს კუჭმაჭს და ფხალის ასორტს. მომსახურე პერსონალი არის კომპეტენტური ღვინის არჩევისას. ვერიკოს სამზარეულო გამოირჩევა ყველასთვის ნაცნობი და უცნობი საჭმელებით, რომელთა გასინჯვისასაც ნამდვილად კმაყოფილი იქნებით. აუცილებლად გირჩევდით გოგრის პონჩიკების გასინჯვას 😊


ქიქოძე

ქიქოძე ვერიკოსთან სულ ახლოს მდებარე პატარა  კოქტეილ ბარია, რომელიც ქართველი მხატვრის შალვა ქიქოძის სახელს ატარებს. ამ პატარა ბარში სასიამოვნო გარემოს ექსპრესიონისტებზე საუბარი ქმნის, ახალგაზრდები ერთმანეთს ხშირად უზიარებენ ხელოვნებას, კულტურას, გემოვნებას. ყველაზე დიდი პოპულარობით მე-20 საუკუნის ეპოქა სარგებლობს, ამიტომ თუ დაინტერესებული ხართ ამ საუკუნის ისტორიებით, ქიქოძე სასიამოვნო საღამოსა და გასაოცარ კოქტეილებს გთავაზობთ. ღვინის მოყვარულებმაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული წითელი თუ თეთრი ღვინოები. ტკბილი ღვინის მოყვარულებს კი ტვიშს გირჩევდით.




თბილი სიო

თბილი სიო, ეს არის კაფე, რომელიც მზიან დღეებში, ლამაზი ბუნებით შეგიქმნით განწყობას და დაგავიწყებთ ხმაურიან თბილისს. უგემრიელესი საჭმელები, ხელმისაწვდომი ფასები, ჰამაკები, საქანელები, განათებები და საოცრად ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი იზრუნებს სწორედ რომ სასიამოვნო დღეზე. იმედი გვაქვს გაგიმართლებთ და მაგიდა თავისუფალი აღმოჩნდება. ქოთნის ლობიოს გირჩევდით, დამიჯერეთ, უგემრიელესია! 





Taqueria Teko's Tacos



და აი ისიც, გამორჩეული, განსაკუთრებული, ფერადი ტაკერია, სადაც იგრძნობა მექსიკური ტემპერამენტი, ტეკილების და ტაკოების მრავალფეროვნება! სადაც შეხვდებით ნამდვილ ოქროს ტეკილებს და თქვენი განწყობაც ერთ ჭიქისთანავე ამაღლდება. ხმაურიანი და განსაკუთრებულად სიყვარულით სავსე პატარა კაფე თქვენს განწყობას მისვლისთანავე აამაღლებს. ამიტომ, ღვინის ქარხნის სტუმრობისას, აუცილებლად უნდა ესტუმროთ თეკოს ტაკერიას, ოღონდ მექსიკური განწყობით




ამ ტერიტორიაზე შეხვდებით კიდევ ბევრ ადგილს, კოქტეილებისთვის განკუთვნილ ევროპულ ბარს, Candy-ს, რომელიც თანამედროვე ტექნო მუსიკას გაზიარებთ, შუშაბანდს, სადაც ხშირად Jamiroquai გაგიზიარებთ გრძნობებს, შევხდებით ქართველი დიზაინერების მაღაზიებსაც რომელსაც იერი გთავაზობთ, ამიტომ მოემზადეთ თქვენი თავგადასავლებისთვის. ზამთრის სიცივეები ხელს არ უშლის გარე სივრცეს, იქ ყოველთვის სითბო და მხიარული გარემო დაგხვდებათ.



ბლოგის ავტორი: სალომე სომხიშვილი

Comments

Popular Posts