Skip to main content

Posts

Featured

პური გულიანი

 პური გულიანი        ხმაურიან სანაპიროსთან ახლოს ასეთ მშვიდ და სასიამოვნო გარემოს თუ შევხვდებოდით ნამდვილად არ გვეგონა. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს 3 წლის განმავლობაში ლექციების შუალედში ფაბრიკა გვიმასპინძლდებოდა, თუმცა იქვე ახლოს ვორონცოვის მოედანზე აღმოვაჩინეთ ახალი შესაკრები ადგილი უგემრიელესი საჭმელებითა და ყველასთვის მოსახერხებელი გარემოთი. ეს ადგილი ნადმვილად ევროპულ სტანდარტებზეა მორგებული, არა მარტო ინტერიერის დიზაინით, არამედ უმაღლესი ხარისხის მომსახურებით და უგემრიელესი კერძებით.        აქ, ყველაზე მნიშნველოვან ადამიანადაც გაგრძნობინებენ თავს, დაგეხმარებიან შეკვეთაში და გირჩევენ საუკეთესოს. პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღინიშნოს მათი არაჩვეულებრივი აჭარული ხაჭაპური და ოთხი ყველის ხაჭაპური, მათი მარკაა,რომელმაც დიდი პოპულარობა მოიხვეჭა საზოგადოებაში. მენიუში შეხვდებით მცირე არჩევანს, თუმცა მთავარი ხომ ხარისხია და არა რაოდენობა.  Loft სტილის გასაოცარი დიზაინი, თბილი ფერები, საუცხოო ატმოსფერო, ნა...

Latest Posts

დილა 1918

ღვინის ქარხანა