დილა 1918

                                       დილა 1918




      სულ ახალი გამოჩენილი ადგილი დარეჯანის სასახლეში, რომელიც თანამედროვე ტექნო მუსიკას გთავაზობთ ეს არის დილა 1918. 


“1918 დილა არის Disco House – ის მოყვარული კლუბი, რომელიც საუკეთესო ალტერნატივაა After party destination – ისთვის და რომლის ორივე სართულიდან 180 გრადუსიანი ხედი იშლება ძველსა და ახალ თბილისზე. Sun Stage – რომელიც კლუბის ტერასული სივრცეა, დედოფალი დარეჯანის სასახლის მოპირდაპირედ მდებარეობს და ივენთების სერია- “დარეჯანის დილა” როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულ არტისტებთან ერთად უქმეებზე გელოდებათ მზის სხივების ერთად შესახვედრად,” – ამბობენ “1918 დილას” წარმომადგენლები.


ივენთების სერია ძალიან ბევრ ქართველ თუ უცხოელ DJ sets მოიცავს. გარემო, სადაც თქვენ შეძლებთ მზის ამოსვლამდე ისიამოვნოთ ცნობილ თანამედროვე მუსიკოსებთან ერთად.


ეს ადგილი გამოირჩევა ვიზუალით, რომელსაც დამატებით ხიბლს ძენს სწორად რომ ძველი თბილისის ხედები და დარეჯანის სასახლის ქართული ინტერიერი. ეს არის ადგილი, სადაც ხდება ქართული ტრადიციისა და მოდერნული ეპოქის შერწმა, რომელიც ქმნის საუცხოო გარემოს. ენერგიული მუსიკა, ატმოსფერო, სასმელი და მეგობრული გარემო, დამიჯერეთ ძალიან კარგ ღამეს გაგატარებინებთ.

დარეჯანის დილაში შეხვდებით ისეთ DJ-ებს,  როგორებიც არიან: Jimpster, Levi Love Disco (ლევი ბერიშვილი), ლადუკა ნინუა, დემეტრე თოდრია და სხვ.




ბლოგის ავტორი: სალომე სომხიშვილი

Comments

Popular Posts